"გადაარჩინეთ მარტორქა" - კვირის პალიტრა

"გადაარჩინეთ მარტორქა"

სამხრეთ აფრიკაში მარტორქის რქაზე მონადირე ბრაკონიერებმა 2011 წელს 341 მარტორქა მოკლეს, 2010 წელს კი - 333."ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო ფონდის" სპეციალისტთა თქმით, ქვეყანაში სულ რამდენიმე ათეული მარტორქაღა ბინადრობს. ამიტომ დარჩენილი ცხოველები 1500 კმ-ის დაშორებით, ჩრდილოეთით, ლიმპოპოს პროვინციაში გადაჰყავთ, სადაც ბრაკონიერები არ არიან.

ამისთვის კი, სპეციალისტთა რჩევით, შვეულმფრენს იყენებენ, რაც რამდენიმეტონიანი ცხოველის უსაფრთხოდ გადაყვანის ყველაზე სწრაფი და იაფი საშუალება აღმოჩნდა - ამ მეთოდით ტრავმების გარეშე უკვე გადაიყვანეს 19 ცხოველი.

KvirisPalitra.Ge ცხოველთა გადარჩენის ოპერაციას მარტორქების კარგად მცოდნე ვეტერინარი ჟაკ ფლამანდი ხელმძღვანელობს. გოლიათებს ჯერ აძინებენ, ფეხებზე სპეციალურ თოკებს აბამენ, პირსაც აუკრავენ და თავდაყირა ამგზავრებენ ლიმპოპოში, სადაც მას სპეციალისტთა მეორე ჯგუფი ხვდება.  KvirisPalitra.Ge

KvirisPalitra.GeKvirisPalitra.Ge