ჩახუტება იაფად - კვირის პალიტრა

ჩახუტება იაფად

ფლორიდელმა მაიკ სტარჯილმა მეტად მომგებიანი ბიზნესი წამოიწყო - ნებისმიერ მსურველს შეუძლია მის 5 წლის ალიგატორ "ბეიბი ბობის" 5 დოლარად ჩაეხუტოს. ცივსისხლიან ბობის, რომლის წონაც 16 კგ-ია, ადამიანთან ჩახუტება ძალიან უყვარს და აგრესიას არასდროს გამოხატავს, თუმცა ჩამხუტებელს რომ არ შეეშინდეს, პირი მაინც აკრული აქვს. რეპტილიის გულში ჩასაკრავად კი დიდი რიგები დგას, განსაკუთრებით ბავშვებისა.