ჯენიფერის გასაჭირი - კვირის პალიტრა

ჯენიფერის გასაჭირი

ჯენიფერ ლოპესი ახალ საყვარელთან, 24 წლის მოცეკვავე კასპერ სმარტთან ერთად ჰავაის კუნძულებზე ისვენებს, მაგრამ ვინ აცლის!საქმე ის კი არ არის, რომ პაპარაცების  ჯარი მათ ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებს, თურმე სმარტს ციხე ემუქრება - "ცუდი ბიჭი" 2004 წლიდან გამუდმებით არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს და არაერთხელ დაუკავებიათ კიდეც. მის საქმეში არის მტკიცებულება, რომ ის ე.წ. "ქუჩის რბოლებშიც" მონაწილეობდა. კალიფორნიის სასამართლომ კასპერს 26-ათასიანი გირაოც კი შეუფარდა. "ბოროტი ენები" ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მოცეკვავე 90 დღითაც ჩააყუდონ.