უინსლეტი ნამდვილი "ტიტანიკის" ქიმზე დადგამს ფეხს! - კვირის პალიტრა

უინსლეტი ნამდვილი "ტიტანიკის" ქიმზე დადგამს ფეხს!

36 წლის კეიტ უინსლეტმა მილიარდერ რიჩარდ ბრენსონისგან უცნაური საჩუქარი მიიღო.საქმე ისაა, რომ ხმის ჩამწერი კომპანია Virgin-ისა და ავიაკომპანია Virgin Atlantic-ის მფლობელი მილიარდერის 90 წლის დედა აგვისტოში კარიბის ზღვის კუნძულ ნეკერზე ხანძრისგან სწორედ კეიტმა გადაარჩინა და ალმოდებული ფეშენებელური ვილიდან საკუთარი ხელით გამოიყვანა.

KvirisPalitra.Geმადლიერი რიჩარდი ნახევარ წელს ფიქრობდა, რა საჩუქარი მიეძღვნა მისთვის. ახლახან მიღებული გადაწყვეტილებით, აპრილში იგი პირადად გაუძღვება უინსლეტს ატლანტის ოკეანის ფსკერზე, რათა 3820 მ სიღრმეზე სუპერვარსკვლავმა ნამდვილი "ტიტანიკის" ქიმზე დადგას ფეხი! მათთან ერთად ოკეანეში რეჟისორი ჯეიმს კამერონიც ჩაეშვება. ეს იქნება პირველი ტურისტული ჯგუფი, რომელიც "ტიტანიკს" ეწვევა. ექსკურსიები კი ტრაგედიის 100 წლისთავთან დაკავშირებით ეწყობა და თითო კაცის სტუმრობა 60. 000 დოლარი დაჯდება.