ბიჭი და გველი - კვირის პალიტრა

ბიჭი და გველი

კამბოჯის ქალაქ სეტბოს მცხოვრები 7 წლის ბიჭის - უორნ სამბატის განუყრელი მეგობარი  5 წლის "ბადისებრი" პითონია. ბიჭს არაფრით არ სურს ზოოპარკში ჩააბაროს მეგობარი, რომლის სიგრძე უკვე 5 მ-ია და 100 კგ-ს იწონის. ამ სახეობის პითონი 20-25 წელს ცოცხლობს და მსოფლიოში ყველაზე დიდი გველია - მისი სიგრძე 12-14 მ-ს, წონა კი 350-400 კგ-ს აღწევს. აღმოსავლეთ აზიაში შინაური პითონი არც ისე იშვიათია - ადამიანებს არ ერჩის და შინ თაგვს არ აჭაჭანებს. ერთი შეხედვით ფლეგმატურ დიდ ბადისებრ პითონს კი, თუ მოუნდა, ჰაერში ღამურას დაჭერაც ადვილად შეუძლია.

KvirisPalitra.Ge

KvirisPalitra.Ge

KvirisPalitra.Ge