კვერცხის მტერი - კვირის პალიტრა

კვერცხის მტერი

"ფარაონის წიწილას", ანუ ჩვეულებრივ სვავს, ორნითოლოგები სირაქლემისა და სხვა დიდი ფრინველების კვერცხების გატეხა-მირთმევის "პროფესორს" უწოდებენ. გასაოცარია, მაგრამ სვავი მკვრივ ნაჭუჭს ზემოდან ნასროლი ქვით ტეხს. როგორც კვლევამ აჩვენა, ეს "ცოდნა" თანდაყოლილია და არა ნასწავლი და თანაც სვავი მუდამ ერთი ფორმის ქვებს არჩევს.