პირველი და ეკოლოგიური - კვირის პალიტრა

პირველი და ეკოლოგიური

ცნობილმა წყალქვეშა ფოტოგრაფმა და ეკოლოგმა ჯეისონ დე კეირეს ტეილორმა გრენადაში მსოფლიოში პირველი წყალქვეშა პარკი "გააშენა", სადაც მისივე ასეულობით "შედევრია" განთავსებული.საქმე ისაა, რომ ჯეისონი თავის ნამუშევრებს ბიოლოგებთან და ხელოვნური რიფების ამერიკულ კომპანიასთან ერთად ქმნის და უნიკალური წყალქვეშა ინსტალაციებით - რომელიც ამასთანავე მარჯანს ზრდასა და კვებაში ეხმარება - ზღვის ფაუნისა და ფლორის გადასარჩენად მუშაობს; მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თუ დღესვე არ იქნა მსგავსი ზომები მიღებული, 2050 წლისთვის მარჯნის რიფების ჩვეული პეიზაჟები აღარ იარსებებს.