შიში შეიქმს სიყვარულსა - კვირის პალიტრა

შიში შეიქმს სიყვარულსა

არაქნოფობიით (ობობების შიში) შეპყრობილმა 24 წლის ამერიკელმა ადამ ლიმ საკუთარ შიშთან საბრძოლველად გინესის რეკორდის დამყარების სურვილი გამოიყენა და საჰაერო ბუშტებით მსოფლიოში ყველაზე დიდი ობობა შექმნა. ლის ამისთვის რამდენიმე დღე და  3000 საჰაერო ბუშტი დასჭირდა. გიგანტური ობობას სიგრძე 7 მ, სიგანე კი 14 მ-ია. ის 7-ჯერ დიდი აღმოჩნდა წინა რეკორდზე. თავად არაქნოფობის თქმით, მას რეკორდის დასამყარებლად სერიოზული ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა დასჭირდა.