ჭრიჭინების დოღი - კვირის პალიტრა

ჭრიჭინების დოღი

ჭრიჭინების დოღს ჩინეთში ათასწლოვანი ისტორია აქვს და ახლაც უაღრესად პოპულარულია, თუმცა ფულზე თამაში ანუ ფსონების დადება კომუნისტებმა აკრძალეს.ჩინეთში ჭრიჭინების დოღის მუზეუმიც არსებობს და არც წესები შეცვლილა - პატრონებს ჭრიჭინების ჩალის ღერებით დახმარება შეუძლიათ. თურმე ყველაზე "ჯიშიანი" ჭრიჭინები შანდუნის პროვინციაში არიან და თითო 50 დოლარი ღირს. დოღს ოფიციალური მსაჯებიც ჰყავს და  ტელევიზიითაც გადაიცემა.