"დედაშვილობა" - კვირის პალიტრა

"დედაშვილობა"

ლომების ოჯახი გზას ადგა. ძუ ლომმა თავისი ლეკვი წამით უყურადღებოდ დატოვა თუ არა, ცნობისმოყვარე პატარამ მაშინვე ღრმა ხრამში დურთა თავი. კი ცდილობდა, ციცაბო კედელზე თავი როგორმე შეემაგრებინა, მაგრამ ამაოდ - ნელ-ნელა მიცოცავდა ფსკერისკენ.

შეშფოთებული ძუს დასახმარებლად მთელი ოჯახი მოემზადა, თუმცა დედამ ყველას დაასწრო - როგორც კი შეატყო, რომ მისი ნაშიერი დამოუკიდებლად თავს ვეღარ უშველიდა, ხრამში დაუფიქრებლად გადაეშვა, კედელზე მობღაუჭებული პაწია პირით ფრთხილად აიყვანა  და რამდენიმე ღონიერი ნახტომით სამშვიდობოს ამოიყვანა.