ყველაზე ცხელი - კვირის პალიტრა

ყველაზე ცხელი

ბრედ პიტის ყოფილი ცოლი, 42 წლის ჯენიფერ ენისტონი უაღრესად კმაყოფილი დარჩა, რომ ცნობილი ჟურნალის - "მამაკაცთა ჯანმრთელობა" - მასშტაბურ გამოკითხვაში - "მსოფლიოს ყველა დროის 100 ყველაზე ცხელი ქალი", ყველაზე სექსუალურ ქალად  აღიარეს.რაც მთავარია, ქმარყოფილის ამჟამინდელ თანამეცხედრეს, ანჯელინა ჯოლის აჯობა - მან მე-10 ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალების პირველი ათეული, მილიონობით კაცის აზრით, ასე გამოიყურება: 1. ჯენიფერ ენისტონი; 2. როქუელ უელჩი; 3. მერილინ მონრო; 4. ბრიტნი სპირსი; 5. მადონა, 6. ურსულა ანდრესი; 7. ბეტი პეიჯი; 8. პამელა ანდერსონი; 9 ჯეინ ფონდა; 10. ანჯელინა ჯოლი.