მილიონი "მონროს სტილში" - კვირის პალიტრა

მილიონი "მონროს სტილში"

"პლეიბოის" შეფმა ჰიუ ჰეფნერმა გადაწყვიტა, შარში გახვეული და სასამართლოების გამო ყურადღების ცენტრში მოქცეული ლინდსი ლოჰანის პოპულარობა გამოეყენებინა და ფოტოსესიაში მონაწილეობა შესთავაზა. "ცუდმა გოგომ" გასამრჯელოდ მილიონ დოლარს ფეხი არ მოუცვალა და თავისიც გაიტანა! სანაცვლოდ, ჰიუმ ლინდსის "მონროს სტილის" ფოტოსესია მოუწყო. თურმე "პლეიბოის" იანვრის ნომერი ნამდვილი ბომბი იქნება, რადგან ლამაზმანის სრულიად შიშველი ფოტოებითაა სავსე... ავი ენები კი ამბობენ, - მამაძაღლი ჰიუ მილიონს ტყუილად ხომ არ გადაიხდიდაო!