დიდი პანდა - ჩინეთის სიამაყე - კვირის პალიტრა

დიდი პანდა - ჩინეთის სიამაყე

დიდი პანდა ჩინეთის ეროვნულ ცხოველად ითვლება და ქვეყნის სიამაყის საგანია.მეტიც, ჩინური კანონმდებლობით მსოფლიოს ნებისმიერ ზოოპარკში მცხოვრები პანდა, მათ შორის იქვე დაბადებულიც, ჩინეთის საკუთრებად ითვლება. პანდებთან დაკავშირებული საკითხები ჩინელებს უნდა შეუთანხმდეს. ცხადია, თავად ჩინეთში მათ ჩვილობიდან სათუთად უვლიან. თოთო პანდას სადმე გადასაყვანად მომვლელები პანდას კოსტიუმებში უნდა გამოეწყონ, რათა პატარამ არ ინერვიულოს.