მძარცველების დასჯა აკრძალულია - კვირის პალიტრა

მძარცველების დასჯა აკრძალულია

დამნაშავეობით ცნობილ სამხრეთ აფრიკაში თუ აქამდე ტურისტები მძარცველებს უნდა მორიდებოდნენ, ახლა ახალი "მტერი" გამოუჩნდათ - ბაბუინები. ამ ცხოველებს კანონი იცავს და მათი გაყრა კეიპტაუნის შემოგარენიდან აკრძალულია. ისინი ისე გათავხედდნენ, რომ დამოუკიდებლად აღებენ ავტომობილების კარს, ღია ფანჯრიდან ძვრებიან სახლებში, ყველგან ყველაფერში იქექებიან და საკვებთან ერთად, რაც მოეწონებათ, ხელს აყოლებენ.

კეიპტაუნის გარშემო 400-მდე ბაბუინის 17 "ბანდაა". თუმცა, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ტურისტებმა რამდენიმე ბაცაცა მიბეგვეს, ბაბუინები "საწყალ პენსიონერებს" დაერივნენ, რომელთაც ერთი ბაბუინიც კი ერევა. ცხადია, ტურისტებს წინააღმდეგობის გაწევას არავითარ შემთხვევაში არ ურჩევენ.