"ბავშვების ხათრით" - კვირის პალიტრა

"ბავშვების ხათრით"

ღაზის ზოოპარკ Marah Land-ის მფლობელმა ისრაელ-ჰამასის დაპირისპირების დროს შიმშილით დახოცილი ზებრების სანაცვლოდ, დედალ თეთრ

ვირებს შავი ზოლები დაახატა... "ბავშვების ხათრით". თავდაპირველად ვირებს ზოლები ზოოპარკის თანამშრომლებმა მიახატეს, მაგრამ "ნატურალური ეფექტის" მისაღებად მაინც პროფესიონალი ფრანგი მხატვრის დაქირავება დასჭირდათ. მფლობელმა ერთი ნამდვილი ზებრის ყიდვასა და ეგვიპტიდან ღაზის სექტორში საიდუმლოდ გადმოყვანას ორი ვირის შეძენა ამჯობინა, მით უმეტეს, რომ ზებრაზე ვერავინ შეჯდება, სახედრებზე ამხედრებული ბავშვები კი ძალიან ბედნიერები არიან...