ყველაზე, ყველაზე, ყველაზე... - კვირის პალიტრა

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე...

ყველაზე მდიდრული ქორწილები

მონაკოს პრინც ალბერისა და მოცურავე შარლინ ვიტისტოკის ქორწილი 65 მლნ დოლარი დაჯდა, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე დაიხარჯა ბრიტანეთის პრინც უილიამისა და ქეთრინ მიდლტონის ქორწილზე.

ზეპური საზოგადოების წარმომადგენლები - კიმ კარდაშიანი და გოლიათი კალათბურთელი კრის ჰამფრი უკვე დაშორდნენ ერთმანეთს. მაგრამ CNN-ის რეიტინგით, მათი ქორწილი მაინც შევიდა შარშანდელ მდიდრულ ქორწილთა რიცხვში - ის 6 მლნ დოლარი დაჯდა.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი

Forbes -მა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სამეული გამოავლინა. სამეული წელსაც იგივეა, რაც შარშან. პირველ ადგილზე კვლავ მექსიკელი კარლოს სლიმ ელუაა (74 მლრდ დოლარი), მეორეზე - ბილ გეიტსი (56 მლრდ დოლარი), მესამე ადგილი უორენ ბაფეტს ერგო (50 მლრდ დოლარი).

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი

Forbes -მა 2011 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მომღერლებს შორის პირველი ადგილი მიაკუთვნა ლედი გაგას. კონცერტებმა და ალბომებმა მას 90 მლნ დოლარი მოუტანა; მეორე ადგილზეა ტეილორ სვიფტი, მან 45 მლნ დოლარი გამოიმუშავა ალბომებისა და სახელობითი პარფიუმერიის გაყიდვით; მესამეზეა - კეტი პერი (44 მლნ დოლარი); მეოთხეზე - ბეიონსე (35 მლნ დოლარი); მეხუთეზე - რიანა (22 მლნ დოლარი).

ანა ჩაკვეტაძე - ყველაზე სექსუალური ქალი რუსულ პოლიტიკაში

ინტერნეტგამოკითხვით რუსულ პოლიტიკაში ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს ცნობილი ჩოგბურთელი, დამწყები პოლიტიკოსი ანა ჩაკვეტაძე, მეორე ადგილზეა გოსდუმის დეპუტატი ალინა კაბაევა, მესამეზე - ანა ჩეპმანი.

შოუბიზნესის უმდიდრესი ქალბატონები

Forbes -ის რეიტინგში პირველ ადგილზეა ოპრა უინფრი. მან 2011 წელს 290 მლნ დოლარი გამოიმუშავა. უინფრის ქონება 2,7 მლრდ დოლარს შეადგენს, აშშ-ის ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში ის 139-ე ადგილზეა. უმდიდრეს ქალთა ათეულმა წელს სულ 739 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

ბრიტანეთის ყველაზე გავლენიანი მედიაპერსონა

Guardian-ის რეიტინგის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყველაზე გავლენიანი პერსონა facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგია. 2010 წელს ეს პოზიცია Apple-ს გენერალურ დირექტორს სტივ ჯობსს ეკავა.

2011 წლის რეიტინგით მეორე ადგილზეა მიკრობლოგების პოპულარული სერვისის ტწიტტერ-ის ერთ-ერთი შემქმნელი ჯეკ დორსი.

მესამეზეა Google-ს აღმასრულებელი დირექტორი ლარი პეიჯი. მეოთხეზე - კომპანია ბი-ბი-სის დირექტორი მარკ ტომპსონი.

2011 წლის საუკეთესო ავტომობილი

Forbes-მა ყველაზე ძვირი და სწრაფი ავტომანქანების რეიტინგი შეადგინა. პირველ ადგილზეა Bugatti Veyron 16,4 Super Sport-ი. მისი სიჩქარეა 430კმ/სთ, ღირებულება 2,5 მლნ დოლარი. მეორეზე - Lamborgini Sota (მისი გამოშვება 2012 წელს დაიწყება).