"სამეფო" ფოტოგრაფია - კვირის პალიტრა

"სამეფო" ფოტოგრაფია

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე ფოტომონადირე ბელგიელ ტურისტს ფოტოაპარატი, თავისი სამფეხით, მანქანიდან გადაუვარდა. მას მაშინვე ცნობისმოყვარე ახალგაზრდა ლომი დაეპატრონა და მისი "შესწავლა" დაიწყო. ბედად, ფოტოკამერა უვნებლად გადარჩა, ხოლო "ტექნიკასთან გაცნობისას" ლომმა საბოლოოდ 4 ფოტოსურათის გადაღებაც მოასწრო. თუმცა ამბის შემსწრე ფოტოგრაფ პოლ გოლდშტეინის თქმით, ცხოველთა მეფე ვერ გამოდგა "კარგი ფოტოგრაფი".