ბრაზიანი "ელვისი" - კვირის პალიტრა

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი 5-მეტრიანი ბრაზიანი ნიანგის, "ელვისის" მომვლელებმა საახალწლოდ ვოლიერში გაზონის გაკრეჭა გადაწყვიტეს.ტბორში მონანავე ელვისს კი გაზონის საკრეჭი მანქანის ხრახნი სულაც არ მოეწონა და თავის მომვლელს, მართალია, არაფერი დაუშავა, მაგრამ საკრეჭი მანქანა წაართვა - ელვისებურად გამობდღვნა ხელიდან და... ტბორში “ჩაახრჩო! გაგულისებული ნიანგი ფხიზლად დარაჯობდა "ხმაურის წყაროს" და ნაცნობ მომვლელებს ცოცხალი თავით აპარატთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ, ისევ "ქრთამმა გაჭრა" - ელვისს "თოვლის ბაბუამ" მისი საყვარელი თევზისა და კენგურუს ხორცის ასორტი მიართვა. საბოლოოდ, ყველა კმაყოფილი დარჩა - მაყურებელიც, მომვლელებიც და დანაყრებული ელვისიც.