"მესამე და სამართალი"
წონაში საფუძვლიანად დაკლებული და ფორმაში ჩამდგარი ბრიტნი სპირსი მესამედ გათხოვდა - ეს ამბავი ბედნიერმა მომღერალმა თავის ფანებს "ტვიტერში" თავად გააგებინა.
ბრიტნი სპირსი სიხარულით დათანხმდა თავისი ბოიფრენდის - 40 წლის ჯეისონ ტრავიკის წინადადებას, რომელმაც სუპერვარსკვლავს ხელი საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავ საღამოზე სთხოვა და საჩუქრად 3-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედიც მიართვა.
"ეს ყველაზე ჯადოსნური საღამოა ჩემს ცხოვრებაში", - აღნიშნა საყვარელი მამაკაცის სიურპრიზით აღფრთოვანებულმა ბრიტნიმ. მისი მეგობრები კი მიიჩნევენ, რომ ჭკუადამჯდარი ვარსკვლავის მესამე ქორწინება ყველაზე ბედნიერი იქნება.