"ტერმინატორის შეწყალება" - კვირის პალიტრა

"ტერმინატორის შეწყალება"

შინამოსამსახურე მილრედ ბაენასთან შვილის გაჩენის მერე, არნოლდ შვარცენეგერი,  მისი ყოფილი ცოლი, მარია შრაივერი და ერთ-ერთი ვაჟი - კრისტოფერი საჯაროდ ცოტა ხნის წინ ერთად პირველად გამოჩნდნენ სანტა-მონიკას ეკლესიაში. ხოლო როდესაც სუპერვარსკვლავ-ექსგუბერნატორს აბატმაც შერიგებისკენ მოუწოდა და "ქრისტიანულად მართებული საქციელისთვის" გახარებულმა აკოცა, მთელი ბომონდი დარწმუნებით ალაპარაკდა, რომ ვარსკვლავური ოჯახი აღარ დაიშლებოდა და მილიონები დაიზოგებოდა... მოლოდინი კი საახალწლოდ გამართლდა - სიჯიუტითა და სიამაყით ცნობილმა მარია შრაივერმა, რომელიც ჯონ კენედის დისწულია, განაცხადა, რომ "არ გამორიცხავს შესაძლებლობას, ოფიციალურად შეწყვიტოს განქორწინების პროცესი". იმასაც ამბობენ, შრაივერი ღრმად მორწმუნე კათოლიკეა და ოჯახის დანგრევა მის რწმენას ეწინააღმდეგებაო.