ბეიონსეს "ლურჯა" - კვირის პალიტრა

ბეიონსეს "ლურჯა"

7 იანვარს ბეიონსეს გოგონას  - ბლუ აივი კარტერის დაბადებას ბედნიერი მამა, ბეიონსეს ასევე მომღერალი ქმარი ჯეი ზი ახალი სიმღერით - "დიდება" შეეგება, სიმღერის ფინალში ახალშობილი ბლუ აივის ხმა ისმის...საქმე ისაა, რომ სუპერვარსკვლავის პირველი ორსულობა უიღბლოდ დამთავრდა, ამიტომ გოგონას გაჩენა წყვილისთვის ორმაგად სასიხარულო იყო. მათ უკვე დახარჯეს მილიონი დოლარი ბლუს სათამაშოების, ავეჯისა და სამოსისთვის. სახელად "ლურჯი" (ბლუ) გოგონას იმიტომ დაარქვეს, რომ ჯეი ზის ალბომებში სულ ეს ფერი დომინირებს, კარტერი კი ჯეის ნამდვილი გვარია - მოკლედ,  მშობლებისგან განსხვავებით, ბავშვს ნამდვილი გვარი ერგო...