პლაჟით ნაშველი - კვირის პალიტრა

პლაჟით ნაშველი

ლას-ვეგასში საახალწლო საღამოზე სტუმართაგან ყველაზე დიდი ფურორი  მოახდინა მოულოდნელად "გაახალგაზრდავებულმა" 44 წლის პამელა ანდერსონმა.სუპერვარსკვლავი ბოლო ხანს წონაში ისე იყო მომატებული, საყვარელი ვიწრო კაბებით ვეღარც ჩნდებოდა... საბედნიეროდ, მისი ბოლო "ბოიფრენდი", პროფესიონალი სერფერი ჯონ როუზი ჯიუტი და მიზანსწრაფული "მენეჯერიც" გამოდგა. მან წონაში საფუძვლიანად დასაკლებად "სუპერმაშველი" კვლავ პლაჟზე დააბრუნა და "სიყვარულისა" და დიეტის პარალელურად, პამელას პლაჟზე ძაღლებთან ერთად ყოველდღიური სირბილითა და სერფინგით შედეგიანად გააძრო სიქა.