ჭრელა ხარი - კვირის პალიტრა

ჭრელა ხარი

ჩინეთის პროვინცია იუნანში ძველი დროიდან ტარდება "მოხატული ხარების ფესტივალი" - ადგილობრივთა რწმენით, ეს ხარებს ვეფხვის თავდასხმისგან იცავდა... ცხადია, ამჟამად ეს საშიშროება მკვეთრად შემცირდა, თუმცა გლეხები ხარების მოხატვას მაინც დიდი ენთუზიაზმით აგრძელებენ: ბოლო ფესტივალში 48 გუნდი მონაწილეობდა. მხატვრები კი ტრადიციული ჭყეტელა საღებავებით ხარებს მთლიანად - კუდიდან რქების ჩათვლით ხატავდნენ. თითოეული ხარის მოხატულობა კი ყოველთვის გარკვეულ თემას ეძღვნება.