მინირეკორდსმენი - კვირის პალიტრა

მინირეკორდსმენი

ამერიკელმა ბიოლოგებმა ახალ გვინეაში "მსოფლიოს ყველაზე პატარა ხერხემლიანი" აღმოაჩინეს - ციცქნა ბაყაყის სიგრძე სულ 7,7 მმ-ია.ბაყაყმა, რომელიც ერთცენტიანზე გაცილებით პატარაა, რეკორდი ოფიციალურად ჩამოართვა ინდონეზიურ პატარა თევზს, რომლის სიგრძე 8 მმ გახლავთ! საინტერესოა, რომ არშიყობის დროს პაწია ბაყაყი ყიყინის ნაცვლად მწერის მსგავს ხმებს გამოსცემს.