"სადაა მორიგე?" - კვირის პალიტრა

"სადაა მორიგე?"

ნაგანოს პრეფექტურაში "ძიგოკუდანის" ველზე (ეშმაკის ველი) არაერთი თერმული წყარო და ბალნეოლოგიური კურორტია.თუმცა, ყველაზე მეტად გეოთერმული წყლებით სარგებლობენ არა იაპონელები და ჩასული პაციენტები, არამედ აბორიგენი მაკაკები, რომლებიც მთელ ზამთარს ყელამდე თბილ წყალში ჩამსხდარნი ატარებენ. რაც მთავარია, მაკაკებმა ისწავლეს, რომ ყინვაში საკვების მოსაპოვებლად "სველი" წასვლა საშიშია, ამიტომ საჭმლის მომტანები "მშრალად" მორიგეობენ!