"ქრონიკული" ორსულობა... - კვირის პალიტრა

"ქრონიკული" ორსულობა...

ჟურნალ "ო,კეის" მტკიცებით, ანჯელინა ჯოლი კვლავ ორსულადაა და მესამე თვეშია, თუმცა მსახიობი ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ ჩქარობს. ანჯელინასა და ბრედ პიტს 3 საკუთარი შვილის - შაილოს, ნოქსისა და ვივიენის გარდა, 3 აყვანილი შვილიც ჰყავთ - მედოქსი, პაქსი, და ზაქარა. ამბობენ, მსახიობს დილაობით ორსულთა ტოქსიკოზიც აწუხებს, ხოლო თავის სახლში, ლოს-ანჯელესში, მომავალი ბავშვისთვის ოთახი უკვე გამზადებულიაო. ჩანს, ჭორების გასაფანტავად ჯოლი "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე ისეთი კაბით გამოცხადდა, სადაც კარგად ჩანს ბრტყელი მუცელი, თუმცა ბოლოს ხანს ენჯი ისე გაიფურჩქნა, პაპარაცები დარწმუნებული არიან, ეს ორსულობის ბრალიაო.