მესამედ გათხოვება - მოდაში - კვირის პალიტრა

მესამედ გათხოვება - მოდაში

45 წლის ჰოლივუდის ლამაზმანი ჰოლი ბერი არ ჩამორჩა ბრიტნი სპირსს და თავის 46 წლის მეგობარს, ფრანგ მსახიობს, ოლივიე მარტინესს გაჰყვა ცოლად.ცერემონია შობას შედგა და მას შემდეგ ბედნიერი ჰოლი მეუღლის საქორწინო საჩუქარს - ბრილიანტის და ზურმუხტისთვლებიან ბეჭედს თითიდან არ იშორებს. ჰოლის პირველი ქმარი იყო ბეისბოლისტი დეივიდ ჯასტისი, მეორე - მომღერალი ერიკ ბენეტი, თუმცა გოგონა, ნალა, კანადელი მოდელისგან - გაბრიელ ობრისგან ჰყავს... როგორც ამბობენ, ნალა მორიგ მამინაცვალს უკვე შესანიშნავად შეეგუა.