კაიას ხიბლი - კვირის პალიტრა

კაიას ხიბლი

სინდი კროუფორდის 10 წლის გოგონა კაია ვერსაჩეს სახლის ოფიციალური სახე გახდა - მან თავად დონატელა ვერსაჩეს საბავშვო კოლექცია წარადგინა.კაია ამისთვის საგულდაგულოდ შეარჩიეს - ვერსაჩეს სახლმა საბავშვო სამოსის გამოშვება პირველად დაიწყო. "ძალიან ვამაყობ ჩემი გოგონათი" - განაცხადა ლეგენდარულმა სუპერმოდელმა, რომელიც ფოტოსესიას თავიდან ბოლომდე დაესწრო. დონატელას თქმით, კაიას განსაკუთრებული ხიბლი აქვს: - ფოტოკამერას ეს გოგონა ძალიან, ძალიან უყვარსო...