შონი - დიდი ქველმოქმედი - კვირის პალიტრა

შონი - დიდი ქველმოქმედი

ჰოლივუდის მეგავარსკვლავი, არაერთგზის ოსკაროსანი მსახიობი შონ პენი კოლეგებს შორის ყველაზე დიდ ქველმოქმედად და საზოგადოებრივ აქტივისტად აღიარეს.ის არა მარტო ფინანსურად ეხმარება გაჭირვებულებს მსოფლიოს ყველა კუთხეში, არამედ სხვადასხვა მოვლენაშიც მუდამ აქტიურად მონაწილეობს. მაგალითად, მუბარაქის გადადგომისას ოპოზიციასთან ერთად იდგა კაიროში, ტაჰრირის მოედანზე, ტორნადო "კატრინას" მსხვერპლთა გადასარჩენად პირადად დაცურავდა ნავით ნიუ-ორლეანის ქუჩებში, ხოლო ჰაიტის მიწისძვრის მსხვერპლთა დახმარების დასაჩქარებლად ჯერ კონგრესში გამოვიდა სიტყვით, ხოლო შემდეგ ჰაიტიზე დახმარების გადატვირთვისას კურტნის მუშასავით დაუღალავად შრომობდა...