რიანას "გლარჯის მილი" - კვირის პალიტრა

რიანას "გლარჯის მილი"

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული რიანას მოთვალთვალე პაპარაცებს ძალიან გაუმართლათ - მათ სუპერვარსკვლავი საეჭვოდ "შეკეთებული" სიგარეტის მოწევისას გამოიჭირეს. მუდამ ტონუსში მყოფი მომღერალი ამჯერად ისე გამოიყურებოდა, რომ ყვითელი პრესის ექსპერტებმა დაასკვნეს, - ნამდვილად მარიხუნა გააბოლაო. ამას ისიც ამტკიცებს, რომ "სიგარეტის"  მოწევის შემდეგ ვარსკვლავი მთელი საათი მოდუნებული იწვა და თავისთვის ხითხითებდა, თანაც მაკიაჟის გაკეთება ან მოუწესრიგებელი თმის დავარცხნა არც უცდია.