ყველაზე მაღალი ხიდი - კვირის პალიტრა

ყველაზე მაღალი ხიდი

მექსიკაში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ბონდის ხიდი "ბალუარტე ბისენტენიალი", რომლის სიმაღლე 403 მ-ია, სიგრძე კი 1124 მ. ხიდი ქვეყნის ორ შტატს - სინალოას და დურანგოს აკავშირებს და გზას 6 საათით ამოკლებს. ხიდის მშენებლობა 159 მლნ დოლარი დაჯდა, ხოლო მასზე გამავალი ტრასის -1,5 მილიარდი დოლარი. ხიდის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა მექსიკის პრეზიდენტი, ფელიპე კალდერონი, ასევე იმყოფებოდნენ გინესის წიგნის წარმომადგენლებიც, რომლებმაც "რეკორდი" ოფიციალურად დაადასტურეს. მექსიკელებს იმედი აქვთ, რომ შესაძლოა, ეს ხიდი ისეთ ტურისტულ სიმბოლოდაც იქცეს, როგორიც, მაგალითად, ეიფელის კოშკია.