დედობა უჯობს მილიონებს! - კვირის პალიტრა

დედობა უჯობს მილიონებს!

ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი "დეკრეტში გადის" - ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა გადაღებები შეწყვიტა და რამდენიმე მრავალმილიონიან როლზეც თქვა უარი. საქმე ისაა, რომ ჯენიფერი, რომელიც დიდი ხანია დედობაზე ოცნებობს, თავისი ახალი ბოიფრენდის - მსახიობ ჯასტინ ტერუსგან ბავშვს ელოდება და სურს თავი მთლიანად შვილს მიუძღვნას. ამიტომ ექვსი თვის ორსული მსახიობი არათუ ფილმებზე, მეტად მომგებიან სარეკლამო რგოლებში გადაღებაზეც კი უარს ამბობს! უახლოესი მეგობრების თქმით, წყვილი მალე დაქორწინდება, ხოლო ჯენიფერი ბავშვის წამოზრდამდე საერთოდ "შინ ჯდომას" აპირებს - ვარსკვლავი მოდური ტანსაცმლის საკუთარ  ხაზს გამოუშვებს და მხოლოდ მის მენეჯერობას დასჯერდება.