57-კაციანი პერანგის ამხანაგი - კვირის პალიტრა

57-კაციანი პერანგის ამხანაგი

ტრუსის ზომა, გინესის წიგნში მოსახვედრად, რასაკვირველია, ტანსაცმლის ჩვეულებრივი სტანდარტით აღარ განისაზღვრება. ამიტომაც, რეკორდის დასამყარებლად ლონდონის კენერი უორფის უბანში 17 იანვარს გიგანტური ტრუსით ნახევრად შიშველი ადამიანების "შემოსვის ოპერაცია" ჩატარდა.შედეგად,  ახალი "მიღწევაც" დაფიქსირდა - ამიერიდან,  მსოფლიოში ყველაზე დიდი პერანგის ამხანაგი ოფიციალურად 57-კაციანია.