ნომინაცია "ძაღლის ოსკარი" - კვირის პალიტრა

ნომინაცია "ძაღლის ოსკარი"

ჰოლივუდში დიდი სიახლეა - დაწესდა ახალი ნომინაცია "ძაღლის ოსკარი"! გამარჯვებულები ოქროთი მოვარაყებული საყელურით 13 თებერვალს დაჯილდოვდებიან.უკვე დასახელდნენ "ოსკარის" პირველი კანდიდატებიც: ძაღლი "უიგი", რეჟისორ მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმიდან "არტისტი". ასევე ტერიერი "კოსმო", ფილმიდან "დამწყებნი" და ჯუჯა შპიცი "ჰამერი" ფილმიდან "ახალგაზრდა არასრულწლოვანი".