ეშმაკური რეკორდი - კვირის პალიტრა

ეშმაკური რეკორდი

იტალიელი კონდიტერი მირკო დელა ვეჩია აქამდე გინესის ორი რეკორდის  მფლობელი იყო: ყველაზე მაღალი შოკოლადის ქანდაკებისა და ყველაზე მაღალი ნაყინის. ამიერიდან კი მესამე რეკორდიც მას ეკუთვნის - მისი შოკოლადის ფილა ყველაზე გრძელია! არადა, მოხერხებული რეკორდსმენის 15 მ სიგრძის ფილა სულ რაღაც 6,8 კგ-ს იწონის, მაშინ როცა ჩიკაგოს შოკოლადის ქარხნის სარეკორდო "ყველაზე დიდი ფილა" წონით ერთი ტონაა, თუმცა სიგრძით - მხოლოდ 7 მ-ია.