ეროტიკული "დესანტი" - კვირის პალიტრა

ეროტიკული "დესანტი"

სანამ ცივილიზებული დასავლეთი მეტად სასტიკი ზამთრის სიცივით იყინება, "ვიქტორია სეკრეტმა" თავისი ცნობილი მოდელები: ადრიანა ლიმა, კენდის სვეინპოლი, ბეატი პრინსლუ და გრეისი კარვალიო კარიბის ზღვის კუნძულ სენ-ბარტსზე წაასხა."მუდმივი ზაფხულის" პირობებში ფირმის ბიკინების სადემონსტრაციოდ "ეროტიკული დესანტი" ისე შეირჩა, რომ ყველა დარწმუნებულიყო - "ვიქტორია სეკრეტის" სუპერმოდელებს ფოტოსესიებზე არავითარი კომპიუტერული რეტუში და "ფოტოშოპი" არ სჭირდებათ! სწორედ ამ მიზეზით არ მოხვდა "რაზმში" მთავარი სუპერმოდელი მირანდა კერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბავშვი გააჩინა. ამიტომაც, ბუნებრივია, პაპარაცების ყურადღების ცენტრში ადრიანა ლიმა მოექცა.