რისკიანი შერკინება - კვირის პალიტრა

რისკიანი შერკინება

იტალიის ქალაქ მონტასიოსთან ორი მამალი ალპური თხა "ურთიერთობების გარკვევამ" ისე გაიტაცა, რომ რკენა-რკენაში ორივე 500 მ სიმაღლის ერთი ხელის დადება მწვერვალზე აღმოჩნდა.თუმცა ამას ჩხუბის აზარტში შესულებისთვის ხელი არ შეუშლია... უფრო გასაკვირი კი ის იყო, რომ მწვერვალზე მათ არც "დაინტერესებელი მაყურებელი" დაჰკლებია! საბოლოოდ ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულდა, თუმცა ავსტრიელ ფოტოგრაფ მარიუშ საბოს თქმით, რომელიც ალპურ თხებს 2004 წლიდან იღებს, ასეთი რისკიანი ორთაბრძოლა არასოდეს უნახავს.