ბაცაცა "ჰუმანოიდი" - კვირის პალიტრა

ბაცაცა "ჰუმანოიდი"

ჩინეთის პროვინცია ჰენანის პატარა სოფელში დიასახლისმა მაო სი პინმა აღმოაჩინა, რომ მის კიტრებს "ვიღაც უცხოპლანეტელი" იპარავდა! თავიდან ეს არსება ბოცვერი ეგონა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი სახე და ხელები დაინახა, იფიქრა, საქმე "ჰუმანოიდთან" მაქვსო. უშიშარმა ქალმა ქურდი სარეცხის კალათში გამოამწყვდია და პოლიციაში დარეკა...

პოლიციელებმა არ დაუჯერეს და გაგულისებულმა ქალმა კალათი თავად მიიტანა პოლიციის განყოფილებაში. ბოლოს, ვეტერინარის დახმარებით გაირკვა, რომ "უცხოპლანეტელი ქურდი" ავადმყოფი, მელოტი და შიმშილით გამხდარ-გაჩხიკინებული ლემური იყო, რომელიც ჩინეთში საერთოდ არ ბინადრობს. განყოფილებაში შეშინებული ცხოველი ატმით კარგად გააძღეს და მისი პატრონის ძებნას შეუდგნენ...