ტიტანი, რომელიც არ ჭამს! - კვირის პალიტრა

ტიტანი, რომელიც არ ჭამს!

სამხრეთ ამერიკის ტყეების ბინადარი ხოჭო ტიტანი მწერებს შორის არც სიგრძითაა ყველაზე მეტი და არც წონით, მაგრამ მაინც ყველაზე დიდ მწერად ითვლება. მისი მაქსიმალური სიგრძე 21 სმ-ია.ტიტანი მხოლოდ 2-5 კვირას ცოცხლობს და საერთოდ არ იკვებება - ხოჭო მხოლოდ დაგროვილი ენერგეტიკული მარაგით არსებობს! კოლექციონერები ტიტანის გამომშრალ ფიტულში 1.000 დოლარს იხდიან, ამიტომ ყოველწლიურად სამხრეთ ამერიკაში სპეციალური ტურები ეწყობა მის დასაჭერად. მიუხედავად მშვიდობიანი ხასიათისა, შიშველი ხელით მისი დაჭერა საფრთხილოა, რადგან მძლავრი ყბებით ფანქრის გადაკვნეტა ადვილად შეუძლია.