ხე - საკუჭნაო - კვირის პალიტრა

ხე - საკუჭნაო

კალიფორნიული კოდალა მარაგის შექმნაში ნამდვილი ჩემპიონია. როდესაც ზამთარი ახლოვდება - არადა, კალიფორნიაში ზამთარი საკმაოდ თბილია, კოდალა "საკუჭნაოდ" რომელიმე ხეს ირჩევს (შესაძლოა, ელექტროგაყვანილობის ხის ბოძიც მოეწონოს), რომელსაც მართლაც შავი დღე ადგება: კოდალა უამრავ პატარა ნახვრეტს აკეთებს, რომელშიც ძირითადად რკოს ჩურთავს. ყოფილა შემთხვევა, როცა საცერივით დაცხრილულ "საკუჭნაოში" 50000-ზე მეტი ნახვრეტი უნახავთ.