ყველაზე მაღლივი - კვირის პალიტრა

ყველაზე მაღლივი

ინგლისში მსოფლიოს ყველაზე მეტი მაღლივშენობებიანი ქალაქების რეიტინგი შეადგინეს. მაღლივ შენობად ჩაითვალა მინიმუმ 12-სართულიანი ან ისეთი ნაგებობა, რომლის სიმაღლეც 115 ფუტზე (35 მ) მეტია.შედეგები მეტად საინტერესო აღმოჩნდა. სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. ჰონკონგში  7685 მაღლივი შენობაა; 2. ნიუ-იორკში - 5924; 3. სან პაულუში - 5667; 4. სინგაპურში - 4368; 5. მოსკოვში - 3273; 6. სეულში - 2877; 7. თეირანში - 2804; 8. ტოკიოში - 2702; 9. რიო დე ჟანეიროში - 2564; 10. სტამბოლში - 2148. აღსანიშნავია, რომ ათეულს მიღმა დარჩნენ: 15. ლონდონი - 1478... 17. მეხიკო - 1364... მადრიდი - 1364; 20. ჩიკაგო - 1125... 25. შანხაი - 990.