ბრუკის შოუ - კვირის პალიტრა

ბრუკის შოუ

31 წლის სუპერმოდელმა და მსახიობმა კელი ბრუკმა "ვარსკვლავურ თვითრეკლამაში" ახალი სიტყვა თქვა - რიო დე ჟანეიროს პლაჟზე ნამდვილი შოუ დადგა."კონკურენტი" ქალბატონებისგან განსხვავებით, მან ჯერ კიდევ ახალგაზრდული სხეულის მხოლოდ ჩვენება აღარ იკმარა და ადგილობრივი ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნების "კაპოეირეს" ილეთების დემონსტრირებაც მოაწყო, რომელიც ცეკვის და აკრობატიკის ელემენტებს შეიცავს. ინსტრუქტორი კი სახტად დარჩა, რადგან მისი სექსუალური შეგირდი მოულოდნელად მეტად ნიჭიერი და სპორტული გამოდგა, რომელიც არა მარტო "ხიდს" აკეთებდა თავისუფლად, არამედ იოლად დგებოდა ცალ ხელზეც!