"არ ვარ, ბატონო, მე ის ქალი..." - კვირის პალიტრა

"არ ვარ, ბატონო, მე ის ქალი..."

ჯენიფერ ლოპესისა და მისი შოუგუნდის ახალგაზრდა წევრის, კასპერ სმარტის სიყვარულის ამბავი ყველას პირზე აკერია, ამიტომ პაპარაცები, ცხადია, გულმოდგინედ უთვალთვალებენ.სწორედ მათ შენიშნეს ორი კვირის წინ სუპერვარსკვლავის "წამოზრდილი მუცელი" და ქვეყანას მოსდეს, ჯეი ლო ორსულადააო... ჩანს, ჯენიფერს ეს ჭორი არ მოეწონა და დასასვენებლად წასულმა "კარგად დაანახა" ბრტყელი მუცელი პაპარაცებს ჰავაის პლაჟზე, სადაც საყვარელთან ერთად ბავშვებიც ჰყავს წაყვანილი.