თურქ-სელჩუკთა აქლემების კორიდა - კვირის პალიტრა

თურქ-სელჩუკთა აქლემების კორიდა

ორასი წელია, თურქეთის ქალაქ სელჩუკში ზამთრის მიწურულს ტარდება აქლემების ბრძოლა - ეს აქლემების გამრავლების პერიოდია და მეტისმეტად აგრესიულები არიან.საზეიმო ფესტივალი, რომელსაც სელჩუკის მცხოვრებნი ოჯახებით ესწრებიან, ჯერ აქლემების აღლუმით იწყება, სელჩუკელები კი ეროვნულ ცეკვას - "ზაიბეკს" ასრულებენ. ბრძოლა 15 წუთი გრძელდება, ნავარჯიშებ აქლემებს ალიკაპებით აქვთ პირი აკრული, რომ ერთმანეთი არ დაკბინონ.