"არაალპური საძოვარი" - კვირის პალიტრა

"არაალპური საძოვარი"

მაროკო მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ბალახის მკვეთრი ნაკლებობის გამო თხები ხეებზე "ძოვენ"! "საძოვარი" კი აქაური ხეა, არგანია, რომლის ძვირფას ზეთს კოსმეტოლოგიასა და კულინარიაში იყენებენ. რადგან თხები ხის ფოთლების გარდა, მის ნაყოფსაც მიირთმევენ, ამიტომ აქაური მწყემსების მოვალეობა არა მარტო ხეებზე თხის ჯოგის "ორგანიზებული" შეშვება, არამედ ნაყოფის კურკების შეგროვებაცაა, რომლებსაც თხები ჭამისას გადმოაფურთხებენ ხოლმე - ზეთი სწორედ ამ კურკებისგან მიიღება...