აი, შუათითი! - კვირის პალიტრა

აი, შუათითი!

მადაგასკარის ლემური აი-აი, რომელიც, ზოოლოგთა აზრით, "მსოფლიოს უმახინჯესი ცხოველების" ათეულში შედის, უცნაური შუათითის პატრონია.უჩვეულოდ გრძელი თითი მგრძნობიარე "სენსორიცაა" - აი-აი ღამღამობით მატლების ძებნისას ხის ქერქზე ამ თითით ოდნავ აკაკუნებს და უმცირეს ვიბრაციასაც იჭერს. საინტერესოა, რომ მატლის ძებნის წინ ლემური შუათითს სულ ცოტა, 6 გრადუსით ათბობს! იზოლირებულად ცალი თითის გათბობის მექანიზმი მკვლევრებმა ჯერჯერობით ვერ ამოხსნეს.