რეკორდი წყლის თხილამურებით - კვირის პალიტრა

რეკორდი წყლის თხილამურებით

ავსტრალიასთან, კუნძულ ტასმანიის დასავლეთ სანაპიროს წყნარ ყურე "მაკუაირაში" რეკორდის დასამყარებლად მსოფლიოს 145 წყლის მოთხილამურე შეიკრიბა.გინესის სერტიფიკატის მისაღებად მონაწილეებს 1850 მ უნდა გაევლოთ. ისინი 98 მ სიგრძის ძელზე იყვნენ გამობმულნი. იდეალური პირობების მიუხედავად, 9 მოთხილამურემ ფინიშს ვერ მიაღწია, თუმცა რეკორდი მაინც ჩაითვალა (წინა რეკორდი 112 მონაწილე იყო).