ეს არის კლასიკა - კვირის პალიტრა

ეს არის კლასიკა

გინესის მიხედვით, "მსოფლიოში ყველაზე ძვირი" ე.წ. ელექტროვიოლინო "ბრიჯი", კლასიკური მუსიკის შემსრულებელმა, 31 წლის ლინზი სტოპარდმა, მთლიანად შიშველმა წარმოადგინა!ამ ჟესტით მევიოლინეს სურდა ეთქვა, რომ როკმუსიკოსების გარდა, სხვასაც შეუძლია საყოველთაო ყურადღების მიპყრობა. მომხიბლავი ლინზი დარწმუნებულია, რომ კლასიკური მუსიკის პოპულარობის გაზრდა შესაძლებელია და სწორედ ამიტომ გაიხადა თავისი ახალი ალბომის გარეკანისთვის... რაც შეეხება ელექტროვიოლინოს, მას 50 000 სვაროვსკის კრისტალი ამშვენებს და 1,6 მლნ დოლარი ღირს.