ყალბი "თეოდორა" - კვირის პალიტრა

ყალბი "თეოდორა"

ძვირფასი ქვების ბაზარზე სკანდალია - თითქოსდა ბრაზილიაში ნაპოვნი და ინდოეთში დაწახნაგებული მსოფლიოში ყველაზე დიდი, 57000-კარატიანი (11,5 კგ) გიგანტური ზურმუხტი "თეოდორა" კანადაში აუქციონზე გამოიტანეს, მაგრამ ქვა შეღებილი ბერილი (ნაკლებად ძვირფასი ქვა) აღმოჩნდა. მისი პატრონი რეგან რინი კი თაღლითობისთვის დააპატიმრეს.