როგორ დააგროვო მილიარდი! - კვირის პალიტრა

როგორ დააგროვო მილიარდი!

პლანეტის პირველი მოდელი-მილიარდერი, როგორც მოსალოდნელი იყო, გახდა ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელი, ბრაზილიელი ჟიზელ ბიუნდჰენი.უზარმაზარი ქონება 31 წლის ჟიზელმა ძირითადად ბიუსტჰალტერების რეკლამირებითა და ფინანსების მომგებიანი დაბანდებით დააგროვა. მან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ქალის საცვლების საკუთარი ხაზიც გამოუშვა, რომელიც განსაკუთრებით კარგად იაპონიაში, ლათინურ ამერიკასა და ისრაელში იყიდება. ამას გარდა, სუპერმოდელს დიდი უძრავი ქონებაც აქვს ბრაზილიაში, კოსტა-რიკასა და აშშ-ში.